რუსული ოცნება ისევ ცდილობს ხალხი დააპირისპიროს, დასტრესოს, არ სურთ, რომ ვიყოთ ერთიანები, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან ივანიშვილი და ჩვენი ქვეყნის მტრები - ლევან ხაბეიშვილი
საქართველო, თბილისი - 15:49 | 08.04.2024 ნანახია: 1119ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა. ყველამ ნახა გაერთიანებული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და ახლა რუსული ოცნება ისევ ცდილობს ხალხი დააპირისპიროს, დასტრესოს, არ სურთ, რომ ვიყოთ ერთიანები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნებისმიერი კანონი, რომელსაც იღებს ხელისუფლება, უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და ადამიანების კეთილდღეობას
„პარლამენტი და ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს, უნდა გემსახურებოდეთ თქვენ და ნებისმიერი კანონი, რომელსაც იღებს ხელისუფლება, უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და ადამიანების კეთილდღეობას!
მარტივი შეკითხვა დავსვათ - ამ კანონის მიღების შემდეგ, ვინმეს გაუუმჯობესდება ცხოვრება? თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის პრობლემა მოგვარდება? ანუ ფასების კლება იქნება, სამუშაოები იქნება, ღირსეული ანაზღაურება ექნებათ ადამიანებს, კომუნალურები დაიკლებს, საწვავი გაიაფდება, ჯარიმებს აღარ დაუწერენ ადამიანებს, რა მოხდება ამით როცა ამ კანონს მიიღებენ? არაფერი, გარდა იმისა, რომ ხელს შეგვიშლის ევროკავშირის გზაზე! რატომ გვინდა ევროკავშირი? - იმიტომ რომ გვინდა კეთილდღეობა, გვინდა ჩვენი მოსახლეობა არ გარბოდეს ემიგრაციაში და არ იყოს გაჭირვებული, ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი. ხელისუფლება ივანიშვილის ხელმძღვანელობით აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანებს ეს კეთილდღეობა არ ჰქონდეთ. შესაბამისად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც მოიპოვა ხალხმა ახლა აყენებენ ეჭვქვეშ, რომ ეს კანდიდატის სტატუსი რაც გვაქვს შესაძლოა წაგვართვან, შესაძლოა აღარ მიგვიღონ ევროკავშირში. ეს ხომ ის მოცემულობა და რეალობაა, რომელ რეალობაშიც ივანიშვილი გვაბრუნებს! ეს კანონი ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას, მარტივი რამის გამო - ე.წ. „პატაკი“ , მათ ენაზე რომ ვთქვათ, ჩააბარონ რუსეთს. ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა და უმარტივესი რამ ვთქვათ, გველოდება ევროპის ჩემპიონატი , ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ის რაც მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა, ის რაც აღნიშნა ქართველმა ხალხმა ერთად! და რა უნდათ, მათ უნდათ რომ დაგვსტრესონ, არ ვიყოთ ერთიანები, უნდათ რომ ვიყოთ დაპირისპირებულები - ამას ვერ მოესწრება ვერც ივანიშვილი და ვერც ჩვენი ქვეყნის მტრები! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე!“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა